აპრილი 2, 2012

Lasha Meskhi - Journalist & Blogger

ფრიად სასიამოვნო ინფორმაცია გაჟღერდა რამოდენიმე საათის წინ ქუთაისელებისთვის და არა მარტო მათთვის.

მსოფლიოში სახელგანთქმული კომპანია ნაიკი აპირებს საწარმოს გახსნას ქუთაისში, კერძოდ ყოფილი ლითოფონის ქარხნის მიმდ. ტერიტორიაზე. სამუშაოების ნაწილი უკვე დაწყებულია. სამუშაოებს აწარმოებს ადგილობრივი სამშენებლო ფირმა „დაკა დაკა“, რომელთაც ფირმის სახელწოდებაში „ჰ“ გამორჩათ.

კარგად ვიცით რომ ამერიკული კომპანია  ერთ ერთი ლიდერია გაყიდვების კუთხით მსოფლიო ბაზარზე, სადაც იგი წარმოდგენილია როგორც  სპორტული ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, საათების და სხვა სპორტული აქსესუარების ფართო ასორტიმენტით.

თუმცა ქართული კულინარიის და სტუმართმასპინძლობით აღფრთოვანებულმა ნაიკის წარმომადგენლებმა განიძრახეს ქართული ინვესტიცია ოდნავ სხვანაირი, განსხვავებული და მეტწილად კრეატიული ყოფილიყო.

„ნაიკის ფუნთუშა იქნება ქუთაისის სავიზიტო ბარათი, ჩვენ ყველა ვიამაყებთ ჩვენი მიღწევებით“ აცხადებს ჩვენთან ინტერვიუში ნაიკის ოფიციალური დილერი აღმოსავლეთ ევროპაში თასმა შუზი

ჩვენ ჩვენის მხრივ წარმატებას ვუსურვებთ ამ საინტერესო ინიციატივას და გთავაზობთ ექსკლუზივს ბრენდ „ნაიკ ბულკის“ სადეგუსტაციო ნიმუშის ფოტოებს, აქვე დავძენთ რომ ფუნთუშას აქვს ქიშმიში და არ იფჩხვნება.

View original post

ბავშვებმა გაიღიმეს

მარტი 27, 2012

ბავშვებმა გაიღიმეს.